აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მსოფლიო და რეგიონული მშვიდობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
როგორც ალიევმა განაცხადა, ორი წლის წინ სომხეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყნებს შორის მტრობის დასრულების იმედი გაჩნდა, თუმცა ნიკოლ ფაშინიანი წინა მთავრობის გზაზე დგას.
„სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაციები ფაშინიანის რეჟიმის ქმედებებზე თვალს ხუჭავენ. დიქტატორობა უკვე სომხეთის ოფიციალურ პოლიტიკად იქცა. ცოტა ხნის წინ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააკავეს. ორი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. იყო დაკავებები. ჟურნალისტები ციხეებში იღუპებიან. პოლიტიკურ ოპოზიციას ავიწროებენ. ფაშინიანი სომხეთის ახალი დიქტატორია. სამწუხაროდ, უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც თავს ციხეებში გამოკეტილი ადამინების დამცველებად ასაღებენ, ამაზე არ რეაგირებენ. ეს ორმაგი სტანდარტების დემონსტრაციაა“, – განაცხადა ალიევმა.
“1არხი