სხვადასხვა სანდო, სამედიცინო და სახელმწიფო წყაროებზე დაყრდნობით, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ “კოვიდ 19” არის სახიფათო ვირუსი, მაგრამ საპანიკო არაფერია, ვინაიდან ამ ვირუსს არ გააჩნია ჩვეულებრივ გრიპზე ბევრად მეტი მომაკვდინებელი ძალა. იმისათვის, რათა გავიგოთ, რაოდენ მომაკვდინებელია 19-ად “მონათლული” კორონავირუსი, საკმარისია, გადავხედოთ სიკვდილიანობის სტატისტიკას.
მსოფლიოში დღესდღეობით არ დასტურდება განსაკუთრებული სიკვდილიანობა ანუ საშუალო სტატისტიკაზე ბევრად გადაჭარბებული სიკვდილის ფაქტები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც ირკვევა, გრიპს სტატისტიკურად ასევე თან ახლავს სიკვდილიანობის მატება, თუმცა ამის გამო არასოდეს მომხდარა “ლოკდაუნი” და სხვა საშინელი შეზღუდვა-ჩაკეტვები, რამაც თანამედროვე მსოფლიო კოლაფსის ზღვრამდე მიიყვანა.
დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ორი მაღალგანვითარებული ქვეყნის სტატისტიკას – გერმანიის და ისრაელისას. დასკვნები თავად შეგიძლიათ, გააკეთოთ. ამიტომ კომენტარით თავს არ შეგაწყენთ, მით უფრო, რომ ლიბერასტური წრეები კორონავირუსისადმი ჯანსაღ დამოკიდებულებას და მშვიდ განსჯას რატომღაც ე. წ. “რუსულ ნარატივებთან” აიგივებენ. თუმცა ეს სხვა დაავადებაა, რომელსაც პოლიტიკური ჩარევა სჭირდება, ახლა კი ისევ სტატისტიკას დავუბრუნდეთ.
გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის ოფიციალური ვებგვედრიდან (მიმდინარე წლის 25 სექტემბერი):
“რამდენად დიდია პანდემიის პირდაპირი და ირიბი ზეგავლენა გერმანიაში სიკვდილის შემთხვევების საერთო ციფრებზე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ფედერალური სტატისტიკური სამსახური წარმოადგენს შესაბამისი უწყებების მიერ მოწოდებული სიკვდილის შემთხვევების წინასწარ ანგარიშებს, ყოველი დღის სიზუსტით, სანამ ჯამური მონაცემები აისახება გარდაცვალებათა სტატისტიკაში. ამჟამად ასეთი დათვლილი სტატისტიკა 2020 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით მოგვეპოვება.
თვეების დინამიკაში არ არსებობს ჭარბსიკვდილიანობის მაჩვენებლები გასულ წლებთან შედარებით. მხოლოდ აპრილის თვეში იყო ჭარბსიკვდილიანობის მაჩვენებელი გასულ წლებთან შედარებით მაღალი, მაგრამ მაისიდან მაჩვენებლები ისევ საშუალოა. აგვისტოში ისევ მოიმატა სიკვდილიანობამ, მაგრამ ეს უკავშირდება სიცხის პერიოდს.
წლის განმავლობაში სიკვდილიანობის სტატისტიკაში გასათვალისწინებელია გრიპის პერიოდისთვის დამახასიათებელი მერყეობები დაახლოებით დეკემბრის შუა რიცხვებიდან აპრილის შუა რიცხვებამდე. ეს ცხადია წინა წლების ციფრების გათვალისწინებით: 2019 წლის მარტში, მაგალითად, გარდაიცვალა 86500 ადამიანი. 2018 წლის მარტში კი, ანუ ერთი წლით ადრე, როდესაც გრიპის გავრცელება ძალზე მასშტაბური ხასიათისა იყო, გარდაიცვალა 107100 ადამიანი. გამოდის, რომ კორონა-პანდემიის გარეშეც სიკვდილიანობის მაჩვენებლები გრიპის ტიპიური პერიოდის მანძილზე ძლიერ მერყეობას განიცდიან“.
გასაგებია, ლიბერასტებო? სიცხის ტალღა ზაფხულში და გრიპის ტალღა ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე იწვევს სიკვდილიანობის მატებას, ამ მხრივ კი “კორონა” არ განსხვავდება გრიპისაგან. ამას ამბობს არა რუსეთის, არამედ გერმანიის სახელმწიფო სამსახური, მოკლედ და გასაგებად.
ახლა კიდევ ერთ “პროდასავლურ” ქვეყანაზე, “რუსეთუმეობა” რომ არ დაგვწამონ – ისრაელის მაგალითი. აი რას წერს ებრაული გამოცემა “9ტვ” ისრაელის მთავრობის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით:
“ისრაელის სტატისტიკის ბიურომ გამოუშვა საინტერესო მოხსენება, რომელსაც ჰქვია – “მოიმატა თუ არა ისრაელში სიკვდილიანობამ ‘კოვიდის’ პერიოდში?”
მოხსენებაში მოტანილი ციფრების მიხედვით, ამ საინტერესო კითხვაზე პასუხი უარყოფითია.
2020 წლის დასაწყისიდან 31 ივლისის ჩათვლით ისრაელში გარდაიცვალა 27500 ადამიანი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 27550, მაშასადამე, 2019 წელს 50-ით მეტი ისრაელელი გარდაიცვალა, ვიდრე 2020-ში. სხვა სიტყვებით, წინა წელს დაიღუპა ათასიდან 3,1 ადამიანი, ამ წელს კი ათასიდან – 3. ამასთან, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა იზრდება.
გარდა ამისა, სტატისტიკის სამასახური, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, იუწყება, რომ მარტის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე (ანუ ეპიდემიის პიკში) ისრაელში გარდაიცვალა სულ 19 ათასი ადამიანი და მათგან მხოლოდ 570-ს ჰქონდა დადგენილი “კოვიდი”.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ 2020 წლის ივლისის ჩათვლით არ ჰქონია ადგილი სიკვდილიანობის მკვეთრ მატებას წინა წლებთან შედარებით. გარდაცვლილთა რაოდენობა შეესაბამებოდა წინა წლების საფუძველზე პროგნოზირებულ რიცხვს და უფრო ნაკლებიც აღმოჩნდა“.
აღნიშნული მედიაგამოცემა დასძენს, რომ აგვისტოში ისევ იყო სიკვდილიანობის მატება, მაგრამ “კოვიდის” კვალი აქაც არ ჩანს – ისრაელში აგვისტოში ტრადიციულად ყველაზე უფრო აუტანელი სიცხეებია და როგორც გერმანიაში, აქაც იგივე მიზეზი შეიძლება, იყოს.
ასეა თუ ისე, “კოვიდის” მიმართ პანიკური შიშის არქონა “რუსულ ნარატივს” არ ნიშნავს და ეს ყველგან იციან (თუ აქამდე არ იცოდნენ, ახლა მაინც იციან), მთელ მსოფლიოში, ქართველი ლიბერასტების კლასტერის გარდა. შეგახსენებთ ასევე, ებრაელი პროფესორის იორამ ლასის დამაჯერებელ რეპლიკასაც, რომ მსოფლიოს “ტვინი გამოურეცხეს“.