ნატო რუსეთ-ბელარუსის სამხედრო კავშირის დაშლას ცდილობს- რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

ნატო რუსეთისა და ბელარუსის საზღვართან სამხედრო ინფრასტრუქტურისა და და ჯარების განლაგებით რუსეთ-ბელარუსის სამხედრო კავშირის დაშლას ცდილობს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა.

 

„ნატო ევროპაში საბრძოლო პოტენციალის გაძლიერებას ცდილობს. ბალტიისპირეთში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება დაჩქარებული ტემპით ხორციელდება. სამხედრო აქტიურობის გაძლიერების მთავარი მიზანი ბელარუსის და რუსეთის სამხედრო კავშირის დაშლაა,“- აღნიშნა ანდრეი კარტაპოლოვმა.

“აიპიენი”