საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია და დაშავებული არავინ არა არის. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხის სასაწყობე ფართს გაუჩნდა და შემდეგ მაღაზიებზე გავრცელდა.
ადგილზე 16 სახანძრო ცისტერნა და ჯგუფი მუშაობდა. დაშავებული არავინ არ არის, ხანძრის გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს და სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს.
კერესელიძის განცხადებით, დაახლოებით 800 კვადრატული მეტრის ფართობია დამწვარი.
“ალია”