ფეისბუქ-მომხმარებელი ნოდარ ნადირაძე სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:
ცნობილია,რომ საქართველო ორ ძირითად ნაწილადაა გაყოფილი: 1) პოზიცია,რომელიც კმაყოფილია თავისი ახლანდელი ბელადით,და ისე ხმამაღლა გაჰყვირიან ამის შესახებ,დიდი ხანია გადაუჯოკრეს მიშისტებს “ბიძო მაგარიას” ძახილში; 2)ოპიზიცია! სტაბილურად მიშისტური,რომელიც(მხოლოდ) ოდნავ მიაჩოჩეს და მეტი არაფერი! არც ბიზნესები წაურთმევიათ მათთვის და ბევრ ადგილებზე,არც სკამები! თუმცა ამათ,გაცილებით მეტი პრეტენზიები გააჩნიათ,რომლის განხორციელებას უმიშოდ(მიშა დღემდე მათი ბელადია! ვერ ახერხებენ,რადგან მოქმედი ბელადი ყველას არ იკარებს სიახლოვეს! ჭკვიანი კაცია და იმიტომ! საქართველოში არსებობენ სხვა უამრავი “კლასტერები” ,როგორც სასულიერო,ასევე საერო “განხრით”…იგივე პარტიების სახით, თავ თავიანთი “ბელადუკებით”!….მოკლედ,რ ჩება შთაბეჭდილება,რომ ჩვენ “ცივილიზაციის ჭიპი” ქართველები კი არა, კავკასიური მოდგმის ინდიელთა მაგვარი ეთნო-ტომები უფრო ვყოფილვართ! …ყველა ორღობეს და “გამზირს”,მის მისი ბელადი ჰყავს!…დანარჩენები კი გაბელადების “ოჩერედში” დგანან!…თანაც გასაოცარი მონდომებით ცდილობს ერთი,”გადაახტნეს” მეორეს თავზე და რამეფრად გახდეს ბელადი,ან მისი მოადგილე მაინც…?P.S. ეშველება ამ ხალხს რამე?(დაწერეთ: კი ან არა!)