სტუდენტებს რუსულ ენას საქართველოში უფასოდ შეასწავლიან

მსურველები შეძლებენ შეისწავლონ, როგორც სალაპარაკო, ასევე საქმიანი რუსული, ასევე გაეცნონ რუსული ლიტერატურის შედევრებს.

 

რუსული ენის უფასო კურსები ჩატარდება ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ  ცენტრში, 2020 წლის ოქტომბრიდან.

რაც შეეხება საქმიან რუსულს, სტუდენტებს შეასწავლიან პროფესიონალურ ლექსიკას, რომელიც ტურიზმის სფეროში გამოიყენება, ასევე საქმიანი მიმოწერის, მოლაპარაკებების წარმოების წესს და სხვ.

კურსებს ჩაატარებს გამოცდილი პედაგოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

მსურველები უნდა ჩაეწერონ კურსებზე 2020 წლის 5 ოქტომბრამდე. ამჟამად, პანდემიასთან დაკავშირებით, სწავლება ონლაინ-ფორმატში ჩატარდება.

  წყარო

  კონსტანტინე ჩიკვილაძე