ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია მომდევნო კვირას გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდება.
„მომდევნო კვირას დაგეგმილი გვაქვს ანგელა მერკელთან შეხვედრა, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ევროპის მასშტაბით, მათი ნაწილი ონლაინ რეჟიმში, ხოლო ნაწილი პირისპირ ჩატარდება. თუმცა ყველა მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საკითხების მშვიდობიანად მოგვარებისთვის“, – აცხადებს ციხანოვსკაია.
დღეს ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია ვილნიუსში, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.
“1არხი”