“8 წლის მანძილზე, რატომ არ გამოიძიეთ, როგორ გაყიდა სააკაშვილმა და მისმა ბანდამ კოდორი და “ზემო აფხაზეთი” დაარქვა!”

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გიგაური სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:

 

,,ქართული მარში”: სააკაშვილი სამშობლოს სტაჟიანი მოღალატეა და ამისთვის აქამდე რომ არ გასამართლდა, ეს არანკლებ დიდი დანაშაულია!

ჯერ კიდევ როდის ვაცხადებდით ,,ქართული მარშის” ლიდერები, სააკაშვილმა დავითგარეჯი გაყიდაო?!
ამ საარჩევნოდ რომ აღიძრა საქმე პროკურატურაში, ამას აქამდე რატომ არ მოება თავი?!

ანდა, ამ 8 წლის განმავლობაში, რატომ არ გამოიძიეთ:

როგორ გაყიდა სააკაშვილმა და მისმა ბანდამ კოდორი, რომელსაც ,,ზემო აფხაზეთი” დაარქვა!

როგორ მიუერთა ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დროს ანულირებულ და ნაცრეჟიმისას, საგანგებოდ დანაშაულებრივად აღდგენილ ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთს” ახალგორი და შემდეგ ერთიანად გაყიდა?!

როგორ ჩააბარა სააკაშვილის ნაცბანდამ აგვისტოს ომისას ასე ხელუხლებლად რუს ოკუპანტებს ათობით მილიონი დოლარის იარაღით გაძეძგილი ყველა სამხედრო ბაზა!

სააკაშვილი არის რუსეთის აგენტი და სამშობლოს მოღალატე, რომელიც ამისთვის აქამდე უნდა გასამართლებულიყო და არა – ბიუჯეტის ფულით კოსტუმების შეძენისთვის!

სააკაშვილმა თავისი პარტიის აღმასრულებელ მდივნად და გვარამიას ნაცტელევიზიის დამფინანსებლად, რუსი ბიზნესმენი, რუსეთის მოქალაქე კობა ნაყოფია რომ დანიშნა და ნაცბანდა დღემდე რუსეთიდან ნაყოფიას რუსული მილიონებით რომ ფინანსდება, ამასაც რატომ არ იძიებთ?!

/გაიზიარეთ და გააზიარეთ!/

წყარო