ეკონომიკური ვარდნა აგვისტოშიც გაგრძელდა. მშპ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.3%-ით შემცირდა. რვათვიანმა კლებამ კი 5.6% შეადგინა.
2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.
აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 4.8%-ით, ხოლო სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი კი 4.9%-ით გაიზარდა. იმავე პერიოდში ექსპორტი 14.7%-ით, იმპორტი 17.5%-ით სავაჭრო ბრუნვა კი 16.7%-ით შემცირდა.
4.4%-ით 3183-მდე შემცირდა ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი 7.4%-თ 6.9 მლრდ ლარამდე.
წყარო: bfm.ge