არჩევნებამდე თვით ადრე ომი გაჩაღდა: საცოდაობაა, რაფერ ნაყვარებლარიენ თბილი სავარძლები…- ნოდარ ნადირაძე
30.09.2020 13:17
ფეისბუქმომხმარებელი ნოდარ ნადირაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ომი დაიწყო: არჩევნებამდე 1 თვით ადრე,პოზიცია-ოპოზიციას შორის ნამდვილი ომი გაჩაღდა! ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მარნეულში,ქოცებს და ნაცებს იმდენად სერიოზულად უცემიათ ერთმანეთი, კაი გვარიანად დაბეთქილები,კლინიკაში გადაუყვანიათ!…შსს-მ საქმე აღძრაო,იტყობინებიან…თუმცა იმის შესახებ არაფერს ამბობენ,მანამ რას აკეთებდა პოლიცია, სანამ ეს ჩვენი,სკამისათვის გმირულად მებრძოლი ნაც-ქოცები ერთმანეთის მისიკტილებას დაიწყებდა? რამდენიმე ჟურნალისტისთვის, “დრუნჩი” მიკროფონიანად გაუსტკლეციათ,გაგანია ჩხუბის შუაგულში ჩაყოფისთვის…(გადაირევა კაცი!?) ჯერ-ჯერობით, მარნეულში ” ომის მონაწილეთაგან” გმირად ვინმეს გამოცხადება,არ დაფიქსირებულა!…ეტყობა ამას მხოლოდ მას შემდეგ “იზამენ”,როცა კლინიკაში დაადგენენ,რომელ “მებძოლს” უფრო მუქად აქვს ჩალილავებული ცხვირ-პირი! არაა გამორიცხული,ყველანი გმირებად შერაცხონ(ბითუმად),ვინმეს რომ გული არ დაწყდეს!…”მართმადიან” ქვეყანაში ყველაფერი მოსულია,მათ შორის ცოცხლად გაწმინდანებაც…!!! არაა გამორიცხული,წლევანდელ არჩევნებზე სკამის მაძიებელთა მხარდამჭერი კონგლომერატი,სულ მცირე, ხელკეტებით გამოცხადდეს საარჩევნო უბნებზე…საკუთარი ხმების მეტი დამაჯერებლობის განსამტკიცებლად! საინტერესოა,დაურიგებს თუ არა გახარიას მთავრობა ამომრჩევლებს “კასკებს” უფასოდ?? თბილისის ერთ ერთი ინჭორბიურის ცნობით,ამის შესახებ იმსჯელებენო ამ დღეებში და დაადგენენ,რა თანხა უნდა გამოიყოს ბიუჯეტიდან, ბრონირებული “კასკების”, იტალიიდან ან ესპანეთიდან ჩამოსატანად! თუ ვინ ჩამოიტანს,ამას ტენდერი გადაწყვეტსო – ამბობენ! ასეა თუ ისე,ზოგი ჭირი ტენდერში გამარჯვებულისთვის უეჭველი მარგებელი იქნება!….ერთ კაი ჯიპს,უეჭველი “გააგორებს”…? P.S. საცოდაობაა პირდაპირ…რაფერ ნაყვარებლარიენ თბილი სავარძლები…