მერკელის ბერლინის საავადყოფოში ნავალნისთან ვიზიტს სიტუაციის პოლიტიზირების მცდელობად ვაფასებთ- მარია ზახაროვა

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მიერ ბერლინის საავადყოფოში ალექსეი ნავალნის მონახულების ფაქტს რუსეთი სიტუაციის პოლიტიზირების მცდელობად აფასებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

„ბევრი მეკითხება : რატომ და რისთვის? ვფიქრობ, ამ კითხვებით გერმანულ მხარეს უნდა მიმართოთ. რაც შეეხება იმას, რას ვფიქრობთ ჩვენ, ჩვენ ამას საქმის პოლიტიზირების მცდელობად განვიხილავთ. გულწრფელად გეუბნებით, რთულია ამაზე სხვა რამის თქმა, იმიტომ, რომ იმას, რაც ხდება, არაფერი აქვს საერთო სიმართლის დადგენის სურვილთან,“ – განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინის საავადმყოფოში ყოფნისას რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოინახულა.

“აიპიენი”