საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ მისი სახლი ხანძარს გადაურჩა.
“წუხელ ჩვენს სახლს ცეცხლი გაუჩნდა და სახანძრო სამსახურის ოპერატიულობა რომ არა, უსახლკაროდ დავრჩებოდით. ძალიან პროფესიონალურად იმუშავეს. მადლობა.”-წერს ქადაგიძე.