რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს სასამართლოში უჩივის.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნისთან აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპეციალისტები მუშაობენ.
„იცით, რომ სასამართლოში პროპაგანდისტების წინააღმდეგ საჩივარი ძალიან იშვიათად შემაქვს. უბრალოდ დროის დაკარგვა არ მსურს. თუმცა, ამ შემხვევაში სახელმწიფო ჩინოვნიკისგან განცხადება გაკეთდა“, – განაცხადა ალექსეი ნავალნიმ.
ალექსეი ნავალნიმ ასევე მოითხოვა, რომ ის მტკიცებულებები გამოქვეყნდეს, რომელიც მის შშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპეციალისტებთან მუშაობას ადასტურებს.
“იმედი”