თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში დღეიდან I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, ხოლო VII-XII კლასებისთვის აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.
გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება ყველა კლასის მოსწავლეებისთვის. მთელი აჭარის ტერიტორიაზე კი დღეიდან სასწავლო პროცესი დისტანციურია. თუ მშობელს ურჩევნია, ბავშვმა სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, მას ამის შესაძლებლობა ექნება. ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება ორგანიზებული.
სწავლის დისტანციურად გაგრძელების თაობაზე მშობელი მიმართავს სკოლას, რომელიც მას დაარეგისტრირებს და მის მოთხოვნას უზრუნველყოფს. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებში კი სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე დისტანციურ რეჟიმში შენარჩუნდება.
“იმედინიუსი’