გედევან ფოფხაძე – მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი და ხალხს მოვუტან ნანატრ თავისუფლებას …

მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი და ხალხს მოვუტან თავისუფლებას – ამის შესახებ პარტია “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” აღმასრულებელი მდივანმა, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გედევან ფოფხაძემ რადიო თავისუფლების გადაცემა “დილის საუბრებში” განაცხადა.

ფოფხაძის თქმით, მისი პარტიის ამომრჩევლები არიან ადამიანები, რომელთაც მობეზრდათ წლების განმავლობაში უსამართლო ჩაგვრა და თავიანთ ქვეყანაში არიან მდგმურებისროლში.

„ჩვენი მხარდამჭერები არიან ადამიანები, რომლებსაც მობეზრდათ, რომ მათ უსამართლოდ ჩაგრავდნენ და თავის ქვეყანაში არიან მდგმურების როლში. ეს ადამიანები დღეს უყურებენ მამუკა ხაზარაძეს, უყურებენ „გირჩს“, უყურებენ ირაკლი ოქრუაშვილს, ივანიშვილს, სააკაშვილს, ბოკერიას, ყველას უყურებენ და ფიქრობენ, რომ ჩემი ადგილი აქ სად არის, ამათ მე რაში ვჭირდები საერთოდ? წლების მანძილზე მღლიტავდნენ, ლუკმას მართმევდნენ პირიდან, მჩაგრავდნენ და დღეს უნდათ, მოვიდნენ ქვეყანაში რომ ჩემზე იბატონონ. ვეუბნები ამ ხალხს, რომ თქვით თქვენთვის, რომ ჩვენ არ გვინდა ეს მჩაგვრელები, ჩვენ უნდა მოვკიდოთ ხელი ამ მჩაგვრელებს და გავუშვათ პოლიტიკურ „პარაშაზე“, ეს არის სწორი გადაწყვეტილება.

იყო ერთი ასეთი ადამიანი მსოფლიო ისტორიაში, სპარტაკი ერქვა და მან შეცვალა ისტორია მენტალურ დონეზე. მე მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი და მე მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ხალხს მოვუტან თავისუფლებას” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

წყარო: exclusivenews.ge