ილჰამ ალიევმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ტელეფონით ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკო მთიან ყარაბაღში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა.

სატელეფონო საუბრის დროს ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის სამხედრო აგრესია უნდა დასრულდეს და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს.

“აიპიენი”