მგონია, რომ მართლაც, ძალიან მაგარი სია გამოვიდა როგორც პირველი ოცეული, რომლის წარდგენა იყო და დღეს უკვე სრულ სიას წარადგენს „ქართული ოცნება“,- ამის შესახებ მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ადამიანების შერჩევა მოხდა პროფესიონალიზმის გათვალისწინებით და იმის მიხედვით თუ როგორ გამოადგება მათი საპარლამენტო მუშაობა ქვეყანას.
“ადამიანების შერჩევა ხდებოდა მათი პროფესონალიზმიდან გამომდინარე, ყველა იმ დარგსა და იმ მიმართულებაში, სადაც ისინი მოღვაწეობდნენ და ასევე იმის მიხედვით, თუ როგორ და რანაირად შეიძლებოდა ამ ადამიანების გამოყენება ქვეყნის საკეთილდღეოდ, მათი ყოველდღიური საქმიანობა პარლამენტში როგორ წაადგება ჩვენს ქვეყანას. ამ მიდგომებით შეირჩნენ ადამიანები და მგონია, რომ მართლაც ძალიან მაგარი სია გამოვიდა, როგორც პირველი ოცეული, რომლის წარდგენა იყო რამდენიმე ხნის წინ და დღეს უკვე სრულ სიას წარადგენს „ქართული ოცნება“ – განაცხადა კახა კალაძემ.
მან წინასაარჩევნო პროცესში მომხდარი ინციდენტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დაპირისპირება კატეგორიულად მიუღებელია.
“კატეგორიულად მიუღებელია დაპირისპირება, კატეგორიულად მიუღებელია ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება. არავის არ უნდა ეპატიოს და ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება შესაბამისი სამსახურების მხრიდან და ყველა დაისჯება კანონის ფარგლებში” – განაცხადა კალაძემ.
წყარო: itv.ge