“ევრაზიის ინსტიტუტის” დირექტორი, პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ერთ სტუდენტ გოგონას, რომელიც ლიბერალურ ლაბორატორიებში ჰყავთ პროფესიულად გამოზრდილი, მაგრამ კარგი ოჯახის შვილია და წესიერი ადამიანი, ერთხელ რაღაცაში დახმარება აღმოვუჩინე. მადლიერმა გოგონამ მითხრა: “ბატონო გულბაათ, რა კარგი ადამიანი ყოფილხართ!” მეთქი, რატომ, აბა რა გეგონა, რატომ ვიქნებოდი უფრო ცუდი? – “პრორუსული რომ ხართ, მაგიტომ:!” – აბსოლუტურად მიამიტად, ბავშვურად მიპასუხა))
კიდევ რამდენ ასეთ კარგ ოჯახის ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს გამოურეცხეს ტვინები!..