„ლელო საქართველოსთვის“ სიის პირველი ნომერი მამუკა ხაზარაძეა

„ლელო საქართველოსთვის“ სიის პირველი ნომერი მამუკა ხაზარაძეა.

სიაში მეორეა ბადრი ჯაფარიძე, ხოლო მესამე – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

„ლელო საქართველოსთვის“ პროპორციული საარჩევნო სია ასე გრძელდება: ანა ნაცვლიშვილი, ირაკლი კუპრაძე, ფიქრია ჩიხრაძე, კახა კოჟორიძე, გრიგოლ გეგელია, ლევან კობერიძე და საბა ბუაძე.

საქართველოში არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

 

“იმედინიუსი”