საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს. ამის შესახებ „ფეისბუქის“ გვერდზე სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი არაიკ არუთიუნიანი წერს.
“ერევნის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ სააკაშვილისთვის საპატიო წოდების ჩამორთმევას ერთხმად დაუჭირა მხარი” – წერს სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი.
შეგახსენებთ, მანამდე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის. მისივე თქმით, ყველას, ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება, დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება, მშვიდად იცხოვრონ.
წყარო: exclusivenews.ge