2020 წლის 26 სექტემბერს, ოცდახუთი წელიწადი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის დევნა დაიწყო.
კორუმპირებულმა დიქტატორმა ედუარდ შევარდნაძემ 1991-92 წლებში საქართველოში სამოქალაქო ომი გააჩაღა და სისხლიანი გადატრიალების გზით დაამხო კანონიერად არჩეული ხელისუფლება. შევარდნაძე, ბოროტად იყენებდა რა ძალაუფლებას, ცდილობდა კორუმპირებული რეჟიმისთვის სიცოცხლის გახანგრძლივებას. ერთადერთი, ვინც შევარდნაძეს ამ ბოროტ განზრახვაში ხელი შეუშალა, უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე აღმოჩნდა, რომელმაც უარი განაცხადა დამორჩილებოდა შევარდნაძის ამორალურ ბრძანებებს და დახმარებოდა მას მომავალი არჩევნების ფალსიფიცირებაში. შევარდნაძე კორუმპირებული მოსამართლეებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის კორუმპირებული სისტემის გამოყენებით შეეცადა ურჩი მინისტრის გაჩუმებას.
· მის მიერვე ინსცენირებული ,,ტერაქტის’’ შემდეგ, რომელიც საზოგადოდ ცნობილია, როგორც საკუთარ თავზე მოწყობილი თავდასხმა, შევარდნაძემ, მიზეზების ახსნის გარეშე, იგორ გიორგაძე სახელმწიფო უშიშროების მინისტრის თანამდებობიდან გაანთვისუფლა.
· 1995 წლის 26 (ოცდაექვს) სექტემბერს, იგორ გიორგაძის მიერ შევარდნაძისადმი მიწერილი ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც იგორ გიორგაძე ამხელდა შევარდნაძის რეჟიმს და ბრალს სდებდა მას კორუფციულ მაქინაციებში, გიორგაძისათვის, დაჩქარებულად (იმავე დღეს) წარდგენილი ბრალის დადგენილებაში იგი დაადანაშაულეს შევარდნაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაში “1885” წელს (1995 წლის ნაცვლად, დოკუმენტის ორიგინალში მითითებულია 1885 წელი).
· სახელმწიფო მედია საშულებებმა მიიღეს ბრძანება, რომ იგორ გიორგაძისთვის ამიერიდან ,,ნომერ პირველი საერთაშორისო ტერორისტი” ეწოდებინათ, რითაც უხეშად არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმციას. მიუხედავად ამისა, ამ ეპითეტს აღმოსავლურ მანტრასავით იმეორებდნენ შევარდნაძის უკანონო მართველობის მთელ პერიოდში.
· ისინი, ვინც დაკავშირებული იყვნენ იგორ გიორგაძესთან, სახელმწიფოსა და პირადად შევარდნაძის მხრიდან საშინელი რეპრესიების, დისკრიმინაციის, დევნის, უკანონო დაპატიმრების, წამების, მკვლელობის ობიექტებად იქცნენ. მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის (შევარდნაძის მარჯვენა ხელის) შოთა კვირაიას კაბინეტიდან ხუთი უდანაშაულო ადამიანი, რომლებმაც უარი განაცხადეს ხელი მოეწერათ ცრუ ჩვენებებზე იგორ გიორგაძის წინააღმდე, ფანჯრიდან გადმოაგდეს. მრავალ უდანაშაულო ადამიანს კი მოუწიათ სასჯელის მოხდა იმ დანაშაულებზე, რომლებიც არ ჩაუდენიათ.
· ასობით ოჯახი იქნა რეპრესირებული.
· ათობით უდანაშაულო ადამიანი, რომლებმაც უარი განაცხადეს ხელი მოეწერათ ცრუ ჩვენებებზე, აწამეს, დაასახჩირეს, ზოგიერთი მათგანი, ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად, მოგვიანებით გარდაიცვალა, მრავალი სამუდამოდ დასახიჩრდა.
· გაუპატიურება და გაუპატიურების მუქარა გამოიყენებოდა უკანონო ცრუა ღიარებების მისაღებად. სწორედ ასეთი გზით მიცემულ აღიარებებზე განაცხადეს უარი მსხვერპლებმა სასამართლო განხილვების დროს.
· სანახაობრივმა პროცესმა, რომელშიც 14 (თოთხმეტი) ბრალდებულიდა 500-ზე (ხუთასზე) მეტი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებმაც მოწმის სახით მისცეს ჩვენებები, ვერ შესძლო ვერც ბრალდებულების და ვერც იგორ გიორგაძის დაკავშირება წარდგენილ ბრალთან.
· დევნის მეორე ტალღას მოჰყვა იგორ გიორგაძის ოჯახის წევრების და ხუთი სხვადასხვა პარტიის წევრის დაპატიმრება. ეს ტალღა შევარდნაძის შემცვლელის მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო ინსცენირებული. თორმეტ უდანაშაულო ადამიანს მიუსაჯეს პატიმრობა ,,სახელმწიფოს გადატრიალების მიზნით შეთქმულების” მუხლით.
· დღეისთვის, უამრავი მტკიცებულებისა და მოწმეთა ჩვენებების შემდეგ, რომლებიც პოლიტიკურ პატიმართა უდანაშაულობას ადასტურებდნენ, ყველა ბრალდებული გამართლდა.
· 2005 წლიდან, მაშ შემდეგ, რაც კანონში შევიდა ცვლილება და შესაძლებელი გახდა სასამართლოში პირთა დაუსწრებლად სხდომების ჩატარება, სააკაშვილმა, ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე, დაბლოკა ყველა მცდელობა, რომ იგორ გიორგაძის საქმის სასამართლო განხილვა გამართულიყო.
· მას შემდეგ, რაც შევარდნაძის საერთაშორისოდ აღიარებულმა კორპუმპირებულმა სისტემამ იგორ გიორგაძეს ყალბი ბრალდებები წაუყენა, 2015 წლამდე, საქმის მასალები ითვლებოდა საიდუმლოდ და დაცვის მხარემ ოცი წლის განმავლობაში ვერ შესძლო გასცნობოდა მათ. მხოლოდ არსებული ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი სასამართლო განხილვის დაწყება, თუმცა, მიუხედავად ამისა, შევარდნაძისა და სააკაშვილის კადრები, რომლებსაც ხელისუფლების სტრუქტურებში ფესვი აქვთ გადგმული, დღესაც კი აფერხებენ საქმის ობიექტურ და დროულ განხილვას.
· 2016 წელს ინტერპოლმა იგორ გიორგაძე ძებნილ პირთა სიიდან ამოიღო, ვინაიდან მიიჩნია, რომ სიაში მისი ყოფნით ირღვეოდა ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლი, კერძოდ, პოლიტიკური ნიშნით დევნის დაუშვებლობა ინტერპოლის მეშვეობით.
· მოცემულ საქმეზე სასამართლოს ხდომები გრძელდება უკვე ოთხი წელიწადია. გამოქვეყენდა ასობით მოწმის ჩვენება (არც ერთ დაკითხულს იგორ გიორგაძის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია), იგორ გიორგაძის სახელი და გვარი 106 ტომიან საქმეში პირველად ნახსენებია 93-ეტომში, სადაც მოცემულია მისი საოჯახო საუბარი მშობლებთან.
25 (ოცდახუთი) წელიწადი დევნა.
21 (ოცდაერთი) წელიწადი სასამართლოში საქმის მოხვედრის დაბლოკვა.
4 (ოთხი) წელიწადი მიმდინარე სასამართლო განხილვა.
0 (ნული) მაკომპრომეტირებელი მტკიცებულებები.
0 (ნული) მაკომპრომეტირებელი ჩვენებები.
100 (ასი) პროცენტი დევნის პოლიტიკური მოტივი.
შევარდნაძე და სააკაშვილი, მათ რომ გიორგაძის წინააღმდეგ მტკიცებულებები ჰქონოდათ, მთელი ოცდაერთი წლით რატომ შეაფერხებდნენ სასამართლოში საქმის განხილვას?
შევარდნაძე და სააკაშვილი თავიანთ მარიონეტულ მასმედიას რატომ არ გამოიყენებდნენ, რომ მტკიცებულებები გაზეთებში დაებეჭდათ და ტელეარხებით ეჩვენებინათ?
არსებობს კი ცივილიზებულ სამყაროში შემთხვევა, როდესაც ადამიანისთვის უარი ეთქვათ სასამართლო განხილვაზე ოცდაერთი წელიწადის განმავლობაში?
ეს კონკრეტული შემთხვევა კიდევ ერთი სამარცხვინო ლაქაა საქართველოს კორუმპირებული სასამართლოებისა და რეჟიმებისათვის. ოფიცერი დრეიფუსის შეთითხნილი საქმეც კი, რომელსაც ბევრი მსგავსება აქვს გიორგაძის საქმესთან, დამთავრებულ იქნა რვა წლის განმავლობაში და დრეიფუსმაც კი იპოვა სამართალი მეცხრმეტე-მეოცე საუკუნეთა მიჯნაზე მტრულ პოლიტიკურ გარემოში, მაშინ როდესაც 2020 წლის საქართველოს სასამართლო სისტემა ჯერ კიდევ ვერ დაწევია 120 წლის წინანდელ ფრანგულ მართლმსაჯულებას.
იგორ გიორგაძის საქმე, რომელიც შეთითხნილი და ფალსიფიცირებულ იქნა შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებების მიერ, ღაღადებს, რომ იმ პერიოდებში ქვეყანაში მძვინვარებდა დიქტატორული რეჟიმები, სადაც სახელმწიფოს მეთაურს თავისუფლად და შეუზღუდავად შეეძლო სასამართლო სისტემა პირადი-პოლიტიკური მიზნებისათვის გამოეყენებინა. ჰიტლერისა და გებელსის ,,დიდი ტყუილის’’ კარგად ცნობილი ტაქტიკის პათოსში ნაცისტები გათვლას აკეთებდნენ საზოგადოებრივ ნდობაზე, რადგან თვლიდნენ რომ, ,,რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო დიდია ალბათობა საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ მისი დაჯერებისა’’. შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმებმა იგორ გიორგაძის მიმართ გააკეთეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, გრანდიოზულად ცრუ განცხადებები, რომლებმაც საზოგადოების ერთ ნაწილში მართლაც გააჩინეს ეჭვი, -აქედან ნუთუ რამე მაინც არ აარის მართალი?!
ყველა ბრალდება აბსოლუტურად შეთითხნილი და ტყუილია! სრულ აბსურდად რომ წარმოჩინდეს, ამ სურათს კენედისა და განდის მკვლელობების შეთითხვნა და მიწებება აკლია! 2006 წელს შევარდნაძემაც კი აღაიარა თავის ინტერვიუში, რომ მას ,,არასოდეს უნახავს რაიმე მტკიცებულება გიორგაძის წინააღმდეგ’’. მიუხედავად ამისა, გიორგაძის სახელს წინახელისუფლებები იყენებდნენ, როგორც პოლიტიკურ საფრთხობელას. აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი ოცდახუთი წელიწადია იდევნება მხოლოდ თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. დიქტატორულმა და მშიშარა რეჟიმებმა, რომლებსაც ეშინიათ ალტერნატიული შეხედულებებისა, შეიძლება დრო მოიგეს, მაგრამ არ მოუგიათ ომი. შევარდნაძისა და სააკაშვილის სიყალბის ციხე-სიმაგრე, რომლის ფუნდამენტიც ტალახზე და უსუსტეს ნიადაგზე დგას, ადრე თუ გვიან, დაეცემა და სამართლიანობა იზეიმებს! მოვა დრო და ამ საქმეს ფრანგი ოფიცერის დრეიფუსის საქმესავით შეისწავლიან სტუდენტები ისტორიისა და იურისპრუდენციის სახელმძღვანელოებში, როგორც სამარცხვინო მაგალითს პოლიტიკური ნიშნით დევნისთვის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენებისა.