პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე იქნება – „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის 10-ეული ცნობილია

„ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი ბუბა კი­კა­ბი­ძეა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა წევ­რმა თინა ბო­კუ­ჩა­ვამ გა­ა­კე­თა.

 

მისი თქმით, კი­კა­ბი­ძე არის პატ­რი­ო­ტიზ­მი­სა და მო­უს­ყი­და­ო­ბის სიმ­ბო­ლო და ამი­ტომ არის პარ­ტი­ის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი.

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” სა­არ­ჩევ­ნო სიის პირ­ვე­ლი 10-ეული ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

ბუბა კი­კა­ბი­ძე
გრი­გოლ ვა­შა­ძე
ნიკა მე­ლია
ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე
კობა ნა­ყო­ფია
დევი ჭან­კო­ტა­ძე
ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე
სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი
ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი
ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე

„დღეს და­ვა­რე­გის­ტრი­რეთ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის სა­ხე­ლით სა­არ­ჩევ­ნო სია, ეს არის გა­მარ­ჯვე­ბის სია იმი­ტომ, რომ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ამ არ­ჩევ­ნებ­ში იბ­რძო­ლებს მხო­ლოდ და მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის.

ჩვენ წარ­მო­ვად­გი­ნეთ მარ­თლაც გა­მარ­ჯვე­ბის ფორ­მუ­ლა, გა­მარ­ჯვე­ბის სია იმი­ტომ რომ, არ აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გა­მარ­ჯვე­ბას ამ არ­ჩევ­ნებ­ში. ბუბა კი­კა­ბი­ძე არის უშიშ­რო­ბის, პატ­რი­ო­ტიზ­მის და მო­უს­ყი­და­ო­ბის სიმ­ბო­ლო და სწო­რედ ამი­ტომ ბუბა კი­კა­ბი­ძე არის ჩვე­ნი სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­მარ­ცხე­ბა ამ არ­ჩევ­ნებ­ში არის გარ­და­უ­ვა­ლი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ეს ძა­ლი­ან კარ­გად იცის,“ – გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

ambebi.ge