თენგიზ ცერცვაძე თანამდებობვას ტოვებს?!

თანამდებობიდან თენგიზ ცერცვაძის წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მას ასეთი ინფორმაცია არ აქვს.

„ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს. ბათუმში ვიმყოფები და ამ ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა ერთი ვიცი, რომ ბატონი თენგიზი ემზადება ბათუმში ვიზიტისთვის, ეს ინფორმაცია გაჟღერდა დღეს. ვიცი, რომ აპირებს ამ დღეებში ჩამოსვლას, როგორც ქალბატონი მარინა გახლდათ ჩამოსული”, – აცხადებს თამარ გაბუნია.

 

“იმედინიუსი”