ევროლიგის პირველ ტურში თორნიკე შენგელია მოსკოვის „ცსკაში“ საუკეთესო იყო

ევროლიგის პირველ ტურში თორნიკე შენგელია მოსკოვის „ცსკაში“ საუკეთესო იყო.

 

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთში „ბარსელონასთან“ 10-ქულიანი სხვაობით, 66:76 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 32 წუთში, 15 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

მან 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა.

ევროლიგის მომდევნო შეხვედრას ცსკა 8 ოქტომბერს, ისრაელის „მაკაბისთან“ გამართავს.

“იმედი”