გამოეთრიეთ ქალაქის და რეგიონის წასულ-მოსულო უზნეო და უთავო თავებო და გაგვეცით ბათუმლებს პასუხი!!!

ბათუმელი “ფეისბუქმომხმარებელი”  ზეინაბ დიასამიძე მეტად შემაშფოთებელ ფოტოებს ქვეყნებს ბათუმიდან და წერს:

SOS❗️❗️❗️ დატბორილი და პარალიზებულია მთელი ბათუმი… არამხოლოდ მოვარდნილი წვიმის წყლით, არამედ სანიაღვრეებიდან ამოვარდნილი ფეკალიებით…გაუბედურებული , სასოწარკვეთილი მოსახლეობა შველას ითხოვს!!! ეხლა კი ყოველგვარ ეტიკეტს და ტაქტს დავივიწყებ და ვიტყვი… გამოეთრიეთ ქალაქის და რეგიონის წასულ-მოსულო უზნეო და უთავო თავებო, კიტრებივით რომ იჯგიმებით და ამაყობთ-ბათუმის აღმაშენებლობას რომ იბრალებთ!!!… გამოათრიეთ თქვენი მოთრეული უზნეო, გაუნათლებელი და მადადაუოკებელი (ღორი) ინვესტორები … ბათუმს ერთი გოჯა მიწა და ცა რომ აღარ დაუტოვეს წვიმის წყლის გამტარად ამოსასუნთქად!…თქვენ რომ “პირველ სკრიპკებს” და კრიშებს გიწოდებენ და თავად ლამის ღმერთებად მოაქვთ თავი… და გაგვეცით ბათუმლებს პასუხი!!! … იმ ბათუმლებს,რომლებსაც წვიმა არასოდეს გვაშინებდა… !!! კოვიდ19 უკან მოგრჩებათ… ეხლა ქოლერის ეპიდემიასაც დაელოდეთ!!!! … ქალაქის დამანგრეველებო!!!!!!