მთიანი ყარაბაღის გარშემო სიტუაცია უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით და არა სამხედრო მეთოდით, ზავია საჭირო, – ამის შესახებ ბრიუსელში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, ევროკავშირის სამიტის შემდეგ.
”ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის შეწყვეტის საკითხის რაც შეიძლება მალე მიღწევას. ეს ერთადერთი შესაძლებლობაა მშვიდობიანად ვისაუბროთ ამ რთული პრობლემის მოგვარებაზე და რა თქმა უნდა, სამხედრო საშუალებების გამოყენების გარეშე”, – თქვა მან.
მთიან ყარაბაღში სიტუაცია 27 სექტემბერს გამწვავდა, სადავო ტერიტორიაზე აქტიური შეტაკებები მიმდინარეობს.
ბაქო და ერევანი მთიანი ყარაბაღის საკუთრებაზე კამათობენ 1988 წლის თებერვლიდან, როდესაც რეგიონმა გამოაცხადა აზერბაიჯანის სსრ-სგან გამოყოფის შესახებ. 1992-1994 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს, აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღსა და მომიჯნავე შვიდ რეგიონზე.
წყარო: ipress.ge