კორონავირუს SARS-CoV-2–ის ცილოვანი საცეცები ათობით სხვადასხვა სახეობად ტრანსფორმირდება.
იმისათვის, რომ ორგანიზმში იოლად შეაღწიოს, იუწყება ტელეარხი Fox News–ი ბრიტანეთის ფრენსის კრიკის ინსტიტუტის მეცნიერებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, სწავლულთა ჯგუფმა ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე დაადგინა, რომ ვირუსის საცეცები იცვლება კიდევ უფრო წებოვანი ხდება.
„ორგანიზმში შეღწევის ასეთი რთული მექანიზმი არც გრიპს აქვს და არც არც აიდ-ინფექციას“, ნათქვამია კვლევაში.
აღმოჩნდა, რომ ლაბორატორიულ პირობებში ვირუსის ცილოვანი საცეცედბი ტრანსფორმაციას ძალიან სწრაფად — სულ 60 წამში განიცდიდა. თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ რეალურ პირობებში ამ პროცესს მეტი დრო დასჭირდება.
სწავლულების განმარტებით, კორონავირუსი ამგვარ მეტამორფოზებს იმისთვის გადის, რომ ანტისხეულებს „დაემალოს“.
მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ მათი ნაშრომი მეცნიერებს დაეხმარება დაადგინონ, რატომაა ვირუსი ესოდენ გადამდები და როგორ უნდა ებრძოლონ მას.
“სპუტნიკი”