“ოცნების” ახალი სახეები მალე იქცევიან “კომკავშირლებად”, ისეთებად როგორიც კილაძე და მათკაშვილია. შინაარსში არაფერი იცვლება, საბოლოო ჯამში ისინი ივანიშვილის მორჩილი ხალხია – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” პარტიულ სიას “აიპრესთან” ინტერვიუში “გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
ჯაფარიძე კომენტარს არ აკეთებს იმაზე, რომ “ერთინი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” სიის პირველი ნომერი მომღერალი ბუბა კიკაბიძეა.
“ოპოზიციური პარტიების სიებზე კომენტარებს არ ვაკეთებ, ეს მათი გადასაწყვეტია თუ როგორი სიებით გამოვლენ და ჩემგან გაუგებარი იქნება, მათი სიები ვაფასო. მაგრამ „ოცნების“ სიას რაც შეეხება, მას არანაირი შინაარსი არ აქვს. თანმიმდევრობა რომ შეიცვალა, ამით არაფერი არ იცვლება შინაარსში. საბოლოო ჯამში ეს ხალხი ივანიშვილის მორჩილი ხალხია, რომლებიც ძალიან მალე იქცევიან „ქართული ოცნების“ „კომკავშირლებად“. ისეთებად მაგალითად როგორებიც არიან მათიკაშვილი, სოფო კილაძე და სხვები. მათ გზას დაადგებიან, ყველა ვინც არიან სიაში, ახლები ვინც არიან, თორემ ძველები უკვე არიან ასეთები” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჩვენთან ინტერვიუში, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.
წყარო: ipress.ge