შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო-სამედიცინი ჰოსპიტალში გადაჰყავთ.
თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ჰოსპიტალში გადაყვანა პრევენციის მიზნით, ექიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით გადაწყდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციია ცნობით, ტრამპი განაგრძობს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებას და სამუშაოს სამედიცინო ცენტრიდან გაუძღვება.
ცოტა ხნით ადრე, თეთრი სახლი იუწყებოდა, რომ დონალდ ტრამპს კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა.
ინფორმაცია დონალდ და მელანია ტრამპების Covid-19-ით ინფიცირების შესახებ დღეს გავრცელდა.
წყარო: ghn.ge