აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც 2 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, „რემდესივირით“ მკურნალობს. ამის შესახებ მისმა ექიმმა შონ კონლიმ განაცხადა.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. მას არ სჭირდება დამატებითი ჟანგბადი, მაგრამ სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, მისი მკურნალობა „რემდესივირით“ დაგვეწყო. მან პირველი დოზა უკვე მიიღო და კომფორტულად ისვენებს“, – აღნიშნა კონლიმ.
2 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. კოვიდინფექცია დაუდასტურდა ტრამპის მრჩეველსაც. პრევენციის მიზნით, კოვიდინფიცირებული აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო-სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
“იმედინიუსი”