პუტინს არ შეეფარებინა ბელორუსი, ახლა იქ სამოქალაქო ომი იქნებოდა, ხოლო ლუკაშენკოს სადამ ჰუსეინის, ან მუამარ კადაფის აღსასრულს გამოუწერდნენ!- ნონა შარაბიძე

ნონა შარაბიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში გზავნილს და ეკრანის ასლს ავრცელებს:

 

«აშშ დაგვემუქრა სანქციებით „ბელორუსიაში შექმნილ ვითარებაში ღია ჩარევის გამო“.
6 წლიანი სანქციების შემდეგ, რუსეთი გახდა მსოფლიო ბაზარზე საკვების მიმწოდებელი ერთ-ერთი ლიდერი, „ჩააჩოჩა“ შეერთებული შტატებიც. ასე რომ, წარმატებები ვუსურვოთ მათ.»

საკმაოდ ირონიულია…
დიახ, ყველამ იცის, რომ პუტინი გადაეფარა ლუკაშენკოს და ამას არც თვითონ უარყოფს!..
ლუკაშენკოსთვის ერთადერთი სწორი ნაბიჯია საკუთარი თავისა და ქვეყნის გადასარჩენად!..
პუტინს რომ არ შეეფარებინა ბელორუსია, ახლა იქ გამძვინვარებული სამოქალაქო ომი იქნებოდა, ხოლო ლუკაშენკოს #სტრატეგიულიმეგობრები გამოუწერდნენ სადამ ჰუსეინის, ან მუამარ კადაფის აღსასრულს!..
განა, პუტინმა არ იცის, რომ ბელარუსში დაწყებული პროცესი ბინძური სახელმწიფო გადატრიალებისა მიმართულია არა იმდენად ბელარუსის წინააღმდეგ, რამდენადაც რუსეთის წინააღმდეგ……. ამ შემთხვევაში მთავარი სამიზნე რუსეთია: რუსეთს თავის საზღვრებთან არ უნდა ჰყავდეს სტრატეგიული პარტნიორი!..
პუტინმა განაცხადა, რომ ლუკაშენკოს თხოვნით რუსეთმა სამართალდამცავების რეზერვი ჩამოაყალიბა, თუმცა, ამ რეზერვის გამოყენების საჭირობა ჯერჯერობით არ დამდგარა!..
მართალია ევროპის რიგი ქვეყნები არ აღიარებენ ლუკაშენკოს პრეზიდენტობას, მაგრამ მთავარია ლუკაშენკოს აქვს პუტინის მხარდაჭერა!

წყარო