სომხეთის თავდაცვის უწყება – აზერბაიჯანის არმიაში მსხვერპლი 3 000-ს აჭარბებს

სადაზვერვო მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანის არმიაში მსხვერპლის რაოდენობა უკვე 3000-ს აღემატება,- სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არცრუნ ჰოვანისიანმა Facebook- ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

”ცხედრების უმეტესი ნაწილი ნეიტრალურ ზონაშია და მათი იქიდან გამოსაყვანად პრაქტიკულად არანაირი ნაბიჯი არ არის გადადგმული”, – წერს ჰოვანისიანი.

მისივე თქმით, მთიან ყარაბაღში მთელი ღამის განნავლობაში „სასტიკი ბრძოლები“ მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლი 27 სექტემბრიდან არ წყდება.

“აიპიენი”