უზნეო ლიბერალები ასე ადვილად არ იცვლიან მსოფლმხედველობას, მითუმეტეს მართლმადიდებლობის მიმართ- ლევან ჩაჩუა

“ქართული იდეას” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

 

გუშინდელი ლებერასტები ერთმანეთს ასწრებენ კონსერვატულ პლატფორმაზე ადგილის დასაკავებლად!..

ბოლო დროს, საქართველოში პროდასავლურობით გამორჩეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულმა ეროვნულ-ქრისტიანული მიმართულების განცხადებებმა საზოგადოების ნაწილის გაკვირვება, ზოგის – აღფრთოვანებაც კი გამოიწვია…

გაეროს ტრიბუნიდან აშშ-ს პრეზიდენტის და სხვათა მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა და გზავნილებმა ბევრი დააყენა ახალი პოლიტიკურ-იდეოლოგიური დღის წესრიგის წინაშე.
მაგრამ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროცესის ზედაპირული შეფასებიდან გამოტანილმა დასკვნებმა, შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მოგვიტანოს, ვიდრე ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავსმოხვეულმა ლიბერასტულმა ტერორმა.
როგორც ჩანს, ლიბერალური ინტერნაციონალის მამები მიხვდნენ, რომ ეროვნულ-ტრადიციული ფასეულობების ძალდატანებით აღმოფხვრას დიდი წინააღმდეგობა ახლავს და გაცილებით მზაკვრული გეგმა აამოქმედეს. დაიწყეს ცნებების აღრევა, ეროვნულ-ტრადიციული ღირებულებების გადაფასება-გათანამედროვება და ქრისტიანობის საკუთარი ინტერპრეტაცია. ამას ყველაფერს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით კომფორტულად შეფუთავენ და ახალ, თანამედროვე ტრენდად გაასაღებენ. მაგრამ, როგორც ბოლო დროის ამერიკელი დიდი მამა, მღვდელმონაზონი სერაფიმ როუზი გვაფრთხილებს: “შეუძლებელია, მართლმადიდებლობა კომფორტული იყოს, თუ იგი ყალბი არ არის“.
მხოლოდ ბრიყვი დაიჯერებს, რომ ჩვენმა თანამ ე დ რ ო ვ ე პოლიტიკურმა ელიტამ დღეს დილას უცაბედი მეტამორფოზა განიცადა! უზნეო ლიბერალები ასე ადვილად არ იცვლიან მსოფლმხედველობას, მითუმეტეს მართლმადიდებლობის მიმართ, რომელიც საკუთარი „მე“-ს უარყოფას და ამა სოფლის მაცდუნებელ სიამტკბილობებისგან თავშეკავებას მოითხოვს.
ადამიანები, რომელნიც ჯერ კიდევ გუშინ დედაეკლესიას მიიჩნევდნენ ქვეყნის განვითარების უმთავრეს დაბრკოლებად და ყველანაირად ცდილობდნენ მისი ავტორიტეტის დასუსტებას, დღეს, დიდი სინანულის გამოხატვის და პირადი ცხოვრების წესის (ზნე-ჩვეულებების) რადიკალური ცვლილების გარეშე, ვერანაირად ვერ გახდებიან ქრისტეს მცნებების დამცველი – ერზე და ბერზე მზურველი აღმსარებლები!
ვისაც სურს, რომ იყოს ჩვენი დიდი წინაპრების სულიერი მემკვიდრე, მათი მრწამსისა და ცნობიერების მატარებელი, მათი ადათ-წესებისა და ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი, თავს უფლებას ვაძლევთ, მოვუწოდოთ, რომ გავერთიანდეთ და დავდოთ აღთქმა ღვთისა და ერის წინაშე, აღთქმა, რომელიც რუის-ურბნისის კრებამ გვიანდერძა, ვითარცა უძვირფასესი მემკვიდრეობა, ვითარცა საქართველოს ეროვნული იდეოლოგიის ქვაკუთხედი, ვითარცა ფიცი და, იმავდროულად, ლოცვა: “არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო ეკლესიაო, არცა გაგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობავ!” – ამინ!

წყარო