არტიომ ავაკიმოვი მთავარ არხს: რას შვრებით? აზრზე მოდით! გინდათ, რომ ერთნი მიადგნენ წითელ ხიდს, მეორენი – ნინოწმინდის საბაჟოს, გადავიდნენ?! 

ჟურნალისტი არტიომ ავაკიმოვი სოციალურ წსელში გზავნილს აქვეყნებს:

 

ესე იგი, გუშინ მთავარმა არხმა გაუშვა ნიუსი სათაურით “სომხეთის მოქალაქემ რესტორან “ანკარაში” თურქეთის და ახალი ზელანდიის მოქალაქეები დანით დაჭრა”. პარალელურად გავრცელდა შსს-ს განცხადება, სადაც არც დამნაშავის და არც დაჭრილების მოქალაქეობის შესახებ არაფერი ეწერა. მივხვდი ქარი საიდან უბერავდა. გავატარე ეს ნიუსი, ბევრმა სხვა ქართულმა სააგენტომაც არ მიაქცია ყუდაღება, ხოლო ზოგმა გააშუქა, როგორ რიგითი კრიმინალური ფაქტი. მაგრამ მთავარი არხი რის მთავარი არხია, რამე რომ არ მოეფიქრა. დღეს სამიანში გავიდა იგივე ინფორმაცია, ოღონ უკვე სათაურით, რომ სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქემ დაჭრა თურქი და ახალი ზელანდიელი. ანუ ეს სომხობა მაინც საზგასმული იყო. რა გინდათ საერთოდ? რას გვერჩით. ხომ ხედავთ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ აქ მცხოვრები სომხებიც და აზერბაიჯანელებიც. ისედაც ორივეს გვვტკივა ის, რაც ყარაბაღში ხდება, ვზივართ ჩუმად და მოთმინებით აღსავსე. ამ ხელისუფლებასთან ბრძოლას ქვეყანას ნუ გადააყოლებთ. მაინც და მაინც გინდათ ააჯაგროთ ეს ორი ხალხი საქართველოში? გინდათ, რომ ერთნი მიადგნენ წითელ ხიდს, მეორენი – ნინოწმინდის საბაჟოს, გადავიდნენ, იარაღი აიღონ ხელში და ომში ჩაებან? თუ გინდათ ავლაბარმა ფონიჭალის დაპყრობა გადაწყვიტოს, ხოლო მარნეულმა ახალქალაქის? რას შვრებით? აზრზე მოდით!

წყარო