ბელგიის ვიცე-პრემიერი ტრანსგენდერი ქალი გახდა

ბელგიაში ვიცე-პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ტრანსგენდერი ქალი დანიშნეს. ამის შესახებ The Brussels Times-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი ასეთი შემთხვევაა ევროკავშირის ისტორიაში. პეტრა დე სუტერი მანამდე ევროპარლამენტის დეპუტატი იყო, ახლა კი პრემიერის მოადგილის თანამდებობასთან ერთად სახელმწიფო საწარმოების და სახელმწიფო ადმინისტრაციის მინისტრის პოსტზე დაინიშნა. ის განათლებით გინეკოლოგია და გენტის უნივერსიტეტში რეპროდუქტიული მედიცინის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

ბელგიის ლგბტ-ორგანიზაციებმა დე სუტერის დანიშვნა ისტორიულ მოვლენად შეაფასეს, ძირითადად იმიტომ, რომ ამ ფაქტს მედიაში აჟიოტაჟი არ გამოუწვევია.

“აიპიენი”