სომხეთის ხელმძღვანელობა კარგად უნდა დაფიქრდეს, სანამ გვიანი არაა. ფაშინიანმა პირობები წაგვიყენა. ვინ ხართ თქვენ, რომ ჩვენ პირობებს გვიყენებთ? მოდით, ვნახოთ, რა არის ახლა თქვენი პირობები! დაჩოქილები ითხოვთ ცეცხლის შეწყვეტას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის პირობას აზერბაიჯანი ორი წლის განმავლობაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის თხოვნით ასრულებდა.
„მან მითხრა, რომ ქვეყნის შიგნით მძიმე მდგომარეობა იყო და პრობლემის გადასაჭრელად დრო ითხოვა, მითხრა, რომ ახალი იდეები ჰქონდა. მეც დავთანხმდი, მაგრამ შემდეგ რა მოხდა? ერთი წლის შემდეგ მან განაცხადა : „ყარაბაღი სომხეთია.“ ახლა თქვას, რომ ყარაბაღი სომხეთია. სატელეფონო ზარების დროს გამართული საუბრებისას, მეკითხებიან, რა არის ჩემი პირობა. ჩემი პირობა უცვლელია. აღიაროს, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა. თქვას, რომ საკუთარ ჯარს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაიყვანს. თქვას, რომ აზერბაიჯანელ ხალხს ბოდიშს უხდის და რომ ყარაბაღი სომხეთი არაა,“ – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
“აიპიენი”