ინდოეთის ხელისუფლება ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგო კამპანიას იწყებს

ნიუ-დელის ხელისუფლებამ ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგო კამპანიის წამოწყებას გეგმავს. ამის შესახებ The Independent წერს.

ქვეყნის მთვარობის წარმომადგენლებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ამ წელს ბინძურმა ჰაერმა, შესაძლოა, კორონავირუსი უფრო საშიში გახადოს.

“მთავრობა დაიწყებს მტვრის საწინააღმდეგო კამპანიას, შეამცირებს სოფლის მეურნეობის ნარჩენების წვის შედეგად გამოწვეულ კვამლს და შემოიღებს მობილურ აპლიკაციას, რომლითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ჰაერის დაბინძურების გამო საჩივარი შეიტანონ. დაბინძურებული ჰაერი შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში იყოს COVID-19-ის დროს, რადგან ორივე ცუდად მოქმედებს ფილტვებზე”, – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

ქვეყნის ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ადამიანი, რომელიც ტოქსიკურ ჰაერს სუნთქავს კორონავირუსის მიმართ უფრო მგრძნობიარეა.

დადგენილია, რომ ინდოეთში ყოველწლიურად მილიონზე მეტი ადამიანი ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების გამო იღუპება.

ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთის სუნთქვაშეკრულ მრავალ ქალაქს შორის, ნიუ-დელი ყოველწლიურად ლიდერობს. ზამთარი გახდა ჯანმრთელობისთვის სავალალო პერიოდი, როდესაც ქალაქი დაფარულია ტოქსიკური ბურუსით, რომელიც ფარავს ცას და ბლოკავს მზის სხივებს. მომწამვლელი ჰაერის მიმზეზი მიმდებარე რეგიონებში ფერმერე არიან, რომლებიც მიწევს ამუშავებენ.

2019 წლის ნოემბერში ნიუ-დელი რამდენიმე დღის განმავლობაში, მუქი ყვითელი ბურუსით იყო მოცული და ჰაერის დაბინძურებამ რეკორდულად მაღალ დონეს მიაღწია, რის გამოც დაიხურა სკოლები და გადაიდო ფრენები.

წყარო: itv.ge