აფხაზეთი სირიაში ე.წ. „საელჩოს“ 6 ოქტომბერს გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ავრცელებს.
აფხაზეთის ე.წ. „დელეგაცია“ ამჟამად სირიაში იმყოფება, სადაც ბაშარ ასადის რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებია დაგეგმილი.
ბაშარ ასადის რეჟიმმა აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 2018 წლის 29 მაისს აღიარა.