რუსეთში მცხოვრები პროფესორი, „რუს და ქართველ ხალხთა ერთობის ფონდის“ პრეზიდენტი ვლადიმირ ხომერიკი საქართველოს შეურაცხყოფის კამპანიას ეხმაურება:
– „ძვირფასო მეგობრებო! საქართველო ყველაფერში გაერკვა და მაშინვე მისცა თანხმობა სომხეთის საზღვარზე ჰუმანიტარული ტვირთის გასატარებლად, სასწრაფო დახმარების იმ 12 მანქანისა, რაც რუსეთის სომხურმა დიასპორამ სომხეთისთვის შეიძინა.
საქართველომ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, ეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, როგორც საქართველოსთვის, ასევე, ყველა მხარისთვის. საქართველო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და პატიოსნად ასრულებს რთულ სატრანზიტო ფუნქციებს.
გთხოვთ, ნუ ლანძღავთ და ნუ შეურაცხყოფთ საქართველოს, რომელიც თავადაც ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, განიცდის ზეწოლას და დადანაშაულებულია ყოველი მხრიდან: ერთის მხრივ, თურქეთიდან, რომელსაც თითქმის ოკუპირებული აქვს საქართველოს ნაწილი და აზერბაიჯანიდან. სამწუხაროდ, ორივე ქვეყანაზე საქართველო ეკონომიკურად დამოკიდებულია… საქართველოზე ზეწოლაა სომხეთიდან, რუსეთიდან და მსოფლიოს მრავალი სხვა ქვეყნიდანაც. სამწუხაროდ, ჩვენი მრავალჭირნახული ქვეყანა დღეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ამის გამო, საქართველოს შესაბამის სამსახურებს დრო სჭირდებოდათ, რათა რეალურად გარკვეულიყვნენ სატრანზიტო ტვირთების რაობაში.
თავად საქართველო იმყოფება სიტუაციაში, როდესაც მისი ტერიტორიის 20% შეიარაღებული გზით არის ჩამოცილებული და ის ამ სიტუაციაში ყველაზე უკეთ ერკვევა…
საქართველოს სურს,რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საბრძოლო მოქმედებები და აღდგეს სამართლიანობა“ – წერს პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი
“თვალსაზრისი”