არაერთხელ შევთავაზე ოპოზიციას, რომ ეს სასახლე ყოფილიყო პლატფორმა, სადაც შეეძლოთ ნებიმიერ დროს მოსვლა და ნებისმიერი საკითხის დასმა. თუმცა, ოპოზიციის ნაწილი, ჯერ კიდევ არ მთვლის პრეზიდენტად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„თვითონ არ აქვთ სურვილი, ამიტომ ვერავის ვაიძულებ მოვიდეს სასახლეში. მე ვარ ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და არა პოლიტიკური პარტიების. მე ვერ შევცვლი ძალით მათ პოზიციებს, მაგრამ ყველა ღონისძიებაზე, რომელიც აქ გავმართე სახელმწიფო დონეზე, ყველა ოპოზიციის ლიდერს ვპატიჟებ. რომ არ მოდიან, ეს მათი გადასაწყვეტი არის, თავისუფლებაც არსებობს ამ ქვეყანაში და ვერავის დავაძალებ.
თუმცა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა შეეჩვევიან იმას, რომ არის პრეზიდენტი და ეს პრეზიდენტი სრულიად ზეპარტიულია. თუმცა, ეს ზეპარტიულობა ზოგს ჰგონია, რომ მე ზემოთ მგონია ჩემი თავი, მიუკერძოებელი და რომ მერთლა მაინტერესებს საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია ამ სახელმწიფოსთვის და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პროგრამა და მასთან გაიგივება,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
“იმედინიუსი”