ხმაური იყო სადახლოში, სადაც სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს მდებარე სასაფლაოების ტერიტორიაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა გააპროტესტა. ადგილზე სამშენებლო ტექნიკა უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს, ტერიტორიის გარკვეულ ნაწილში მიწის მასა ამოღებულია და როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მორყეული რამდენიმე საფლავის ქვა. აქციის მონაწილეების თქმით, წინაწრების საფლავს საძირკველი გამოთხრილი აქვს. ისინი პასუხისმგებლობას ადგილობრივ მერიას აკისრებენ.
კერძო კომპანიას აღნიშნული ტერიტორიის 1500 კვადრატული მეტრი მარნეულის მერიამ კერძო საკუთრების უფლებით გადასცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ საფლავებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება და იმ შეწმთხვევაში თუ დაირღვევა კანონით გათვალისწინებული უფლებები, პასუხისმგებლობა კერძო კპომპანიას დაეკისრება.
განსხვავებული აზრი აქვთ მოსახლეობას, რომლებიც განმარტავენ, რომ მერიას სამუშაოების შეჩერების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა ვიდრე აქციას არ გამართავდნენ, მათ სათანადო ყურადღება არ მიაქციეს.
აქციაზე იმყოფებოდა ოპოზიციის წარმომადგენელი, “ევროპული საქართველოს” მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელმაც მიმდინარე სამუშაოების უკანონობაზე ისაუბრა. ადგილობრივები მოითხოვენ სამუშაოების სასწრაფოდ შეჩერებას და უკვე დაზიანებული ტერიტორიის მოწესრიგებას.
“ბავშვობაში აქ ვთამაშობდი, ხშირად დავდიოდი და ვიცი ეს სასაფლაოები. აქ საფლავების ქვები იყო. ახლა მოვიდნენ და ჩვენი წინაპრების საფლავების მოშლა უნდათ” – აცხადებს ერთ-ერთი აქციის მონაწილე.

წყარო: cyc.ge