შეგახსენებთ ერთ თვალში საცემ განსხვავებას დღევანდელ ქართველებსა და სომხებს შორის- გოგი ლორთქიფანიძე

მწერალი  გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

შეგახსენებთ ერთ თვალში საცემ განსხვავებას დღევანდელ ქართველებსა და სომხებს შორის.

ერევნის მთავარი გამზირი ცნობილი და წარმოშობით სომეხი საბჭოთა მარშლის – ივანე ბაგრამიანის – სახელს ატარებს, თბილისში კი ქართველი საბჭოთა გენერლის, საბჭოთა კავშირის გმირის კონსტანტინე ლესელიძის სახელობის ქუჩას სახელი გადაარქვეს და კოტე აფხაზის სახელი მიანიჭეს… ჩემი ვარაუდით, თავად კოტე აფხაზი – ეს პიროვნულად გმირი კაცი – სასტიკი წინააღმდეგი იქნებოდა ასეთი გადარქმევისა. ისე, გენერალ ლესელიძის ძმა ვიქტორ ლესელიძე ასევე საბჭოთა კავშირის გმირი იყო და დაიღუპა ხელჩართულ ბრძოლაში კარელიაში 1944 წელს.

წესით, ვითომ კი უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები, თუმცა…

ტუტუც ვრაც!

გ.ლ.

P.S. ცხადია, არც სომხურ ნაციონალიზმს ვამართლებ (მათაც ყავთ თავისი ნჯე და მისი თანამედროვე მოტრფიალენი), მაგრამ სახელწოდებების საკითხში მაინც მაგრად “ვიჭრებით”. გ.ლ.

წყარო