სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წვრთნებში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წვრთნებში “მტკიცე ძმობა-2020”, რომელიც ბელარუსში ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება. მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

“ამ წვრთნებზე არ ჩავალთ” – აღნიშნეს უწყებაში.

სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების განახლებას უკავშირდება.

წყარო: newposts.ge