სომხეთი ცდილობს რუსეთი ომში ჩაითრიოს, რუსეთი კი მოქმედებს, როგორც პასუხისმგებლიანი და დიდი ქვეყანა- ილჰამ ალიევი

მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით რუსეთი მოქმედებს, როგორც პასუხისმგებლიანი და დიდი ქვეყანა, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქულ ტელეკომპანია TRT Haber-თან ინტერვიუში.

 

„რუსეთი ჩვენი მეზობელია. რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მაღალ დონეზეა. რუსეთი მოქმედებს, როგორც პასუხისმგებლიანი და დიდი ქვეყანა. პოზიტიური მესიჯები მოდის რუსეთიდან. რომელიმე მხარის მხარდაჭერის საკითხი არ განიხილება. სომხეთს ამის იმედი ჰქონდა. სომხეთი ცდილობს, რუსეთი ომში ჩაითრიოს“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ითარება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიძაბა. ინტენსიური შეტაკებები კონფლიქტის ზონაში ამ დრომდე გრძელდება. საერთაშორისო საზოგადოება სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რაზეც მხარეები არ თანხმდებიან და ვითარების ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

“იმედი”