სომხეთის პროვოკაციის შედეგად დაღუპულია 24 და დაშავებულია 121 მშვიდობიანი მოქალაქე- აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა

 

სომხეთის პროვოკაციის შედეგად დაღუპულია 24 და დაშავებულია 121 მშვიდობიანი მოქალაქე, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა.

 

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა 56 სამოქალაქო ობიექტი და 306 საცხოვრებელი სახლი.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება.

“აიპიენი”