“ჭკვიანი საათები” ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას გააკონტროლებენ – ახალი ერა მედიცინაში

ამიერიდან ჭკვიანი საათები ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას გააკონტროლებენ. ამის საშუალებას მათ ის ახალი ფუნქციები მისცემს, რომლებსაც საკუთარ სმარტ-საათებს „ეფლი“, „სამსუნგი“ და ტექნოლოგიების ბაზრის სხვა გიგანტები უმატებენ.

ამ ტიპის მონაცემებზე წვდომა პაციენტებს მეტ ინფორმაციას მისცემს საკუთარ ჯანმრთელობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მეტი შესაძლებლობა ექნებათ იზრუნონ საკუთარ თავზე.

მაგალითად „ეფლის“ უკანასკნელი, მეექვსე სერიის სმარტ-საათიც გამოდგება, რომელსაც სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრა, გულისცემის რიტმის შემოწმება და ნორმიდან გადახვევის შემთხვევაში განგაშის სიგნალის ჩართვა შეუძლია. საათს ახალი ფუნქციების წყალობით ზუსტად შეუძლია გამოთვალოს ძილში გატარებული დროის ოდენობა, იგი მგრძნობიარეა დასაშვებზე მაღალი დონი ხმაურის მიმართაც.

მსგავსი მახასიათებლები აქვთ „სამსუნგის“ და „ფიტბიტის“ წარმოებულ ჭკვიან საათებსაც, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ბიომარკერების საშუალებით გამოითვალონ გადადგმული ნაბიჯების და დამწვარი კალორიების ოდენობა. პანდემიის პირობებში საათებს ერთი სპეციფიკური ფუნქციაც დაემატათ – ისინი პატრონს ახსენებენ, რომ საჭიროა ხელების დაბანა, გარდა ამისა აკონტროლებენ ხელების დაბანის პროცესსაც, რომელიც 20 წამზე ნაკლებ ხანს არ უნდა გრძელდებოდეს.

სმარტ-საათების ფუნქციებს ერთ-ერთ ტექნოლოგიურ ვებ-პორტალთან საუბარში დადებითად აფასებს ქართველი ექიმი, კარდიოლოგი ნინო ისაკაძე, რომელიც ბალტიმორის ჯონ ჰოპკინსის ჰოსპიტალში მოღვაწეობს.

ქართველი ექიმის თქმით ჭკვიანი საათები ექიმებს საშუალებას მისცემს პაციენტების მდგომარეობას მაშინაც დააკვირდნენ, როდესაც ისინი კლინიკის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან, ეს კი მედიცინაში ახალი ერის დაწყებას ნიშნავს.

წყარო: fortuna.ge