თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე, დაკავებული “სტრატეგია აღმაშენებლის” 4 წევრი პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა “სტრატეგია აღმაშენებლის” 4 წარმომადგენელი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის თანახმად დააკავა.
წყარო: Report.ge