549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარაში, 99 შემთხვევა კი თბილისში დაფიქსირდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარაში, 99 შემთხვევა კი თბილისში დაფიქსირდა.

მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსითი ინფიცირებული 55 კრიტიკულად მძიმე პაციენტია.

„ აჭარა კვლავ ლიდერია, თუმცა ცოტა შემცირდა, 348 ახალი შემთხვევა გვაქვს, თბილისში – 99 ახალი შემთხვევაა, იმერეთში- 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში-19, მცხეთა-მთიანეთი-10, რაჭა ლეჩხუმ- ქვემო სვანეთში-1, გურიასა და კახეთში – 3-3 შემთხვევაა, შიდა-ქართლში -4, ქვემო-ქართლში-1, სამცხე-ჯავახეთში-1“,-განაცხადა ენდელაძემ.

 

“ინტერპრესნიუსი”