“ამიტომაცაა საქართველო ამ დღეში: გოცირიძის მსგავსი ნაძირლები რომ გვევლინებიან ხელისუფლებაში მინისტრებად”

სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” მომხმარებელი გზავნილს ავრცელებს:

 

უმადურობა.
ერთერთი მანკიერება ადამიანისა.
მისი განმასხვავებელი ნიშანი სხვა მანკიერებებისაგან ისაა, რომ ის არსდროს არ გვევლინება მარტო და გარშემორტყმულია შურით, ბოღმით, ბოროტებით და სხვა მსგავსი მანკიერებებით.
უმადურს შურს კეთილსმყოფელისა, შურს რომ მას არ აქვს საუალება სიკეთის კეთებისა, მაგრამ მას რომ ჰქონდეს ამის საშუალება, სიკეთის ნაცვლად ბოროტებას ჩაიდენდა.
უმადური ადამიანი ყოველთვის ცდილობს ლაფში ამოსვაროს და ტალახი ესროლოს კეთილსმყოფელს, რათა გაამართლოს თავისი უმადურობა.
ასეთია უმადურების ბუნება.

გუშინ შეგნებულად არ დავწერე ეს პოსტი.
მაინტერესებდა სანადე მივიდოდა ადამიათა უმადურობა და ვინ ჩაეფლობოდა უმაურობისა და ბოღმის ჭაობში.
ქალაქი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი. ის ერთგვარი განცდაა.
რამდენად ბოღმიანი უნდა იყო ადამიანი, რომ თუკი ვინმე გილამაზებს ამ განცდას, ეს არ გაგიხარდეს, უფრო მეტიც, გეწყინოს.
ბოღმაში ჩააღრჩო გუშინ საზოგადოების ერთი ნაწილი იპოდრომის ჩუქებისა და მასზე პარკის მშენებლობის ამბავმა.
არ ვიცი თბილისის ისტორია კარგად და მაინტერესებს, არსებობს კი ვინმე, ვინც მსგავსი საჩუქარი გაუკეთა არა ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს, არამედ ქალაქის თითოეულ მაცხოვრებელს?
ეს თუ არ გაგიხარდა, ე.ი. არ გიყვარს ეს ქალაქი, დედაქალაქი და მაშასადამე არ გიყვარს არც ქვეყანა, არც სახელმწიფო და არც იქ მცხოვრები ხალხი.
გუშინ რუსთავი ორს მოწვეული ჰყავდა რომან გოცირიზე.(მე მას სპირიდონ მცირიშვილი შევარქვი)
ყველაფერი უბედურება დაინახა მან ამ ფაქტში (ფულის შოვნიდან დაწყებუი ფულის გათეთრებით დამთავრებული) სიკეთის გარდა.
ჟურნალისტი ეკითხება, დავუშვათ მართლა ჰქონდა ყველა იმ უბედურებას ადგილი, რასაც თქვენ ბრძანებთ, მაგრამ თვით ეს ფაქტი ქალაქისთის კარგია თუ ცუდიო?
და გოცირიზე, ანუ სპირიდონა ისევ თავიდან იწყებს უბედურებების ჩამოთვლას და ყოველ ჯერზე, როცა გაუმეორეს ეს კითხვა ამატებს და ამატებს ახალ ნეგატივს. ერთი დადებითი არ უთქვამს ამ მოვლენის შესახებ, ეწყინა ეს ამბავი. საბოლოოდ მაინც არ თქვა არაფერი დადებითი.
არ არის ამის მერე რომან გოცირიძე ნაძირალა? ზოგი მსაყვედურობს, რატომ ვხმარობ ამ სიტყვას ზოგიერთის მისამართით. ახლა ხომ გასაგებია, რატომაც ვხმარობ.
რატომაა საქართველო ასეთ დღეშიო, ვკითხულობთ ხოლმე. რატომ და გოცირიძის მსგავსი ნაძირლები რომ გვევლინებიან ხელისუფლებაში მინისტრებად ი მ ი ტ ო მ.
ნუთუ ასე მალე დაგვავიწყდა იპოდრომის მთელი პერიპეტიები. თავდაპირველად ვინ შეიძინა ის და რა მიზნით? მერე ექსპროპრიატორთა მთავრობამ როგორ დაათმობინა მას იგივე მიზნით? სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის ბედისთვის იყო განწირული იპოდრომი.
კაცმა გამოისყიდა გაჩუქა და ზედ პარკს გიშენებს და რა გინდა მეტი, თუ სულით ხორცამდე ნაძირალა არ ხარ?
გექაჩება ვინმე ამის გამო ხმა მიეცი ივანიშვილსო?
და თუკი ვინმე დაუფასებს ამას და სწორედ ამის გამო მისცემს ხმას, რა შენი საქმეა ეს?
ხმას სწორედ რაღაცის დაფასების გამო იძლევა ამომრჩეველი.
ამერიკაში დაწესებულია მადლიერების დღე.
საქართველოსი ალბათ უნდა დაწესდეს უმადურობის დღე და ეს დღე უნდა იყოს 5 ოქტომბერი.
ბოლოში არ ვწერ უნდა გრცხვენოდეთ მეთქი.
ვიცი, მაინც არ შეგრცხვებათ და იმიტომ.

https://www.facebook.com/metcisqvile/posts/2827664264131785