ეს რუკა არ ასახავს საფრანგეთის მთავრობის პოზიციას – ელჩის კომენატრი რუკაზე, რომელზეც საქართველოს ტერიტორია სომხეთის ფარგლებშია მოქცეული.
საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ რუკის ფოტოებს, რომელზეც საქართველოს ტერიტორია სომხეთის ფარგლებშია მოქცეული.
ელჩის განცხადებით, ეს რუკა არ ასახავს საფრანგეთის მთავრობის პოზიციას.
“სოციალურ ქსელში ახლახან ვნახე რუკა, რომელმაც გარკვეული მღელვარება გამოიწვია საქართველოში. თვითოეულ ადამიანს თავისი შეხედულებების და სიმპათიის უფლება აქვს. ეს რუკა არ ასახავს საფრანგეთის მთავრობის პოზიციას. საფრანგეთის მთავრობის პატივისცემა და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კარგად ცნობილია და მნიშვნელოვანია ჩვენთვის”, – აცხადებს საფრანგეთის ელჩი.
რუკა სოციალურ ქსელში საფრანგეთის ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტმა, ლორან ვოკიემ გაავრცელა.
აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარი ნარჩემაშვილიც გამოეხმაურა.
https://www.facebook.com/LaurentWauquiez/posts/10164340997120595
წყარო: ghn.ge